ინდივიდუალური შეკვეთა

ინდივიდუალური შეკვეთა

ჩვენ ვართ ხელოვანთა და კერამიკოსთა გუნდი, KERAMO PROJECT-ის სტუდიაში ვმუშაობთ ფაიფურთან და თითოეულ ნაკეთობას ვქმნით როგორც ექსკლუზიურ არტ-ელემენტს, რომელიც თქვენს ინტერიერში ყოველთვის გამორჩეული და განუმეორებელი დეტალი იქნება.
ჩვენთვის თითოეული პროექტი ახალი შემოქმედებითი მოგზაურობაა. ვსწავლობთ თქვენს სივრცეს, ვქმნით თქვენთვის სასურველ ფერსა და დიზაინს — ან უბრალოდ ვცდილობთ, თქვენი ფანტაზია ფაიფურში ავსახოთ.

ვინაიდან თითოეულ დიზაინს ინდივიდუალურად, კონკრეტული ინტერიერისთვის ვამზადებთ, წარმოების პროცესში ჩვენი გუნდი სრულად მხოლოდ ერთი პროექტის ირგვლივ ერთიანდება. სწორედ ამიტომ, შეკვეთის მინიმალური რაოდენობა შეადგენს 5 + ერთეულს, ხოლო დამზადების პერიოდი 3 კვირიდან იწყება ასევე ფასი, დიზაინი და სხვა დეტალები ინდივიდუალურად განიხილება.

გამოგვიგზავნეთ ინტერიერის დიზაინი, სასურველი მოდელის ვიზუალი და ჩვენ საუკეთესო შეთავაზებით დაგიბრუნდებით.

კონტაქტი